პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-ს აჭარბებს

ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 71-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ყველაზე ძლიერი დაბომბვა ღაზას სამხრეთით სამ რაიონში: ხან იუნისში, რაფასა და დეირ ელ-ბალახში განხორციელდა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღამით ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებული სამიზნეები მოიცავს „ჰამასის“ შტაბ-ბინას, სადაც დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება