ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 71-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, ყველაზე ძლიერი დაბომბვა ღაზას სამხრეთით სამ რაიონში: ხან იუნისში, რაფასა და დეირ ელ-ბალახში განხორციელდა.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღამით ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.
თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებული სამიზნეები მოიცავს „ჰამასის“ შტაბ-ბინას, სადაც დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.