ნათია თურნავა საბანკო ასოციაციისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს და ასოციაციის წევრი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე.

„ეს არის ერთ-ერთი დიდი ასოციაცია, რომელიც საქართველოში მოქმედ ბევრ საფინანსო ინსტიტუტს და პრაქტიკულად ყველა ბანკს აერთიანებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რომ უკეთ გავეცნოთ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი საბანკო სექტორი. ამ კვირაში გვექნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზეც. ამასთან დაკავშირებით გვინდოდა წინასწარ მოგვესმინა კომერციული ბანკების მოსაზრებები. ჩვენი საბანკო სისტემა საკმაოდ ძლიერი, დაბალრისკიანი და მდგრადია სხვადასხვა შოკების მიმართ. თუმცა, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გვინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ბანკები მზად არიან ნებისმიერ გარე შოკებთან გასამკლავებლად", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საუბარი მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხო.

„ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც მივიღეთ კონკრეტული პასუხები. კვლავინდებურად ვაგრძელებთ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას. შევთანხმდით, რომ შედგება კიდევ ერთი შეხვედრა, მათ შორის, კაპიტალის ბუფერებთან და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ძნელაძემ.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი არის დარგის რეგულატორი, ჩვენც და ეროვნულ ბანკსაც საერთო მიზნები გვაქვს - მინიმუმამდე დავიყვანოთ არსებული რისკები, გარე შოკები და განვავითაროთ ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც ისედაც მდგრადია. შევთანხმდით, რომ მომავალშიც არაერთხელ შევხდებით და განვიხილავთ საბანკო სექტორისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ხალიკ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ რომ საბანკო ასოციაციასთან შეხვედრამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უკვე შეხვდა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა