აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს მატერიალური დახმარება გაუწია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს მატერიალური დახმარება გაუწია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, 65 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე თითოეული ომის ვეტერანი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს.

„17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე, აფხაზეთიდან დევნილ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 52 ვეტერანს მატერიალური დახმარება გაუწია. 65 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე თითოეული ომის ვეტერანი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა