ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ბერი ანდრიას ფონდის ბიბლიოთეკა განაახლა

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ ბერი ანდრიას ფონდს ეწვია. ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, ფონდის ბიბლიოთეკა ახალი გამოცემებით კიდევ ერთხელ განახლდა.

„ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation -ის ელჩი და მოხალისე მასწავლებელი ვიქნები. ეს საქმე ბარემ ორი წლის წინ უნდა დამეწყო, მაგრამ ჩემი დიდი კოლაფსის გამო, აბა რას ვიზამდი და აი, დღეს განვაახლეთ ჩვენი მეგობრობა - ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შევმატეთ, მათ, შორის ბენეფიციარების თხოვნით ,,ხვიჩაც" და ასევე შემეცნებითი სათამაშოები. მადლობა დედა თინათინს მეგობრობისთვის. ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და მოზარდებს ეხმარება. ყოველი თვის ბოლოს, ტრადიციისამებრ, ფონდის წიგნის თაროსაც განვაახლებთ”, - აღნიშნავს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა