„თიბისი“ – „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 15 მილიონი აშშ დოლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა

„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, საქართველოს საფონდი ბირჟაზე 15 მილიონი აშშ დოლარის, 2 წლიანი უზრუნველყოფილი, საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. „თიბისის“ ცნობით, აღნიშნული ემისია „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ პირველი ერთობლივი განთავსებაა. მათი ინფორმაციით, ობლიგაციების ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.00%-ით განისაზღვრა.

ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულ სახსრებს კომპანია არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებს.

„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“ კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) შვილობილი კომპანიაა, რომელიც სვანეთში, სოფელ ლახამში ფლობს და მართავს 2 ჰიდროელექტროსადგურს, ჯამური დადგმული სიმძლავრით 15.9 მგვტ.

„მოხარული ვართ, რომ წარმატებით განხორციელდა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება და ინვესტირება ჩვენს პროექტში. მსგავსი შეთავაზებით კომპანიამ საცალო ინვესტორებსაც მისცა საშუალება, რომ საკუთარი სახსრები დააბანდონ დაბალრისკიან ფასიან ქაღალდებში, მიიღონ ფიქსირებული საპროცენტო სარგებელი და, ამავდროულად, წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში. გამოცხადებული ნდობისთვის, თითოეული ინვესტორის მიმართ გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას და ვგრძნობთ დამატებით პასუხისმგებლობას, რათა ჩვენი კომპანია იყოს ფლაგმანი განახლებადი ენერგო რესურსების ათვისების მიმართულებით საუკეთესო სტანდარტების დამკვიდრებაში. ჩვენი ღრმა რწმენით, ასეთი ტიპის თანამშრომლობა და სარგებლის განაწილების ფორმა, ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ჩვენი ქვეყნის მწვანე ენერგო რესურსების ათვისების ხარჯზე, მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირებას“, - აცხადებს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი.

„მოხარული ვარ, რომ „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის“ პირველადი ემისიის მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ და კაპიტალის სტრუქტურის გაუმჯობესებაში ვეხმარებით კომპანიას, რომელიც ქვეყანაში - განახლებადი ენერგეტიკული რესურსის ეფექტურად ათვისებას, შედეგად კი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას უწყობს ხელს. ეს ტრანზაქცია „თიბისი კაპიტალისთვის“ 2023 წელს ობლიგაციების რიგით მე-14 განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის უპრეცედენტო გააქტიურებას ადასტურებს“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა