პაატა მანჯგალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვეს, პრეზიდენტი არის ქვევრი და რასაც ჩავძახებთ მთავრობა, იმას თუ ამოგვძახებს, საერთოდ არ გავუშვებთო - მაშინ პრეზიდენტი რაღა საჭიროა?!

„ქართულმა ოცნებამ“ და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვეს, პრეზიდენტი არის ქვევრი და რასაც ჩავძახებთ მთავრობა, იმას თუ ამოგვძახებს, საერთოდ არ გავუშვებთო - მაშინ პრეზიდენტი რაღა საჭიროა?! - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამასთან, მანჯგალაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის მოწოდებას, რომ იმპიჩმენტის პროცესში „ოპოზიცია დადგეს გარეთ". როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, მათი პოზიცია სწორედ ეს იყო, რომ რისკების დაზღვევისთვის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

"სტრატეგია აღმაშენებელს" და "ნაციონალურ მოძრაობას" ისედაც ეს პოზიცია გვქონდა, რომ კარგი იქნება, თუ საერთოდ არ მიიღებს ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან ჩვენზე არ არის საუბარი, მაგრამ არსებობენ, ალბათ, დეპუტატები, რომელზე ზემოქმედების მექანიზმები გააჩნია ხელისუფლებას. ამიტომ რისკები რომ დაზღვეული იყოს, ვამბობდით, რომ კარგი იქნება ოპოზიციამ არ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. კენჭისყრაში რომ მონაწილეობას არ ვიღებთ, ეს არის ცალსახა, რაც შეეხება დებატებში მონაწილეობას, ამაზე პოზიცია მაქვს, მაგრამ მირჩევნია და უფრო კოლეგიალურია, რომ კონსულტაცია გავიარო კოლეგებთან.

ცოტა უცნაურია, რომ პაატა მანჯგალაძე, რომელიც გრიგოლ ვაშაძის კამპანიის საარჩევნო შტაბის ერთ- ერთი ხელმძღვანელი იყო, იცავს ზურაბიშვილს კობახიძისგან, რომელიც მას „კოჭლ იხვს" ეძახის, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს კი არ ვიცავ, პრეზიდენტის ინსტიტუტს ვიცავ. "ქართულმა ოცნებამ" და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, პრეზიდენტი არის ქვევრი და რასაც ჩავძახებთ მთავრობა, იმას თუ ამოგვძახებს, საერთოდ არ გავუშვებთო, მაშინ პრეზიდენტი რაღა საჭიროა?! ასე გაიგო "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, ამის გამო პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღფრთოვანებული ვარ სალომე ზურაბიშვილის 5 - წლიანი საქმიანობით,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება