ვიქტორ ორბანი პეკინში სი ძინპინს შეხვდა

ვიქტორ ორბანი პეკინში სი ძინპინს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

„დაკავშირება დაშორების ნაცვლად: ეს არის უნგრული მოდელი. ჩვენი მიზანი უნგრეთ-ჩინეთის ურთიერთობების გაძლიერებაა“, - წერს ორბანი „ტვიტერის“ გვერდზე.

„ეს კარგია უნგრეთისთვის და ევროპის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა ორბანმა.

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა ორბანს განუცხადა, რომ იგი ჩინეთის „მეგობარია“.

ორბანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ერთადერთი ლიდერია, რომელიც პეკინში ფორუმს - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ დაესწრება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს