პრემიერ-მინისტრმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსი აქვთ ქართულ საზოგადოებაში.

როგორც პრემიერმა ვეტერანების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ვეტერანების მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი დააფასოს.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ვეტერანის დღე. ვეტერანის სტატუსი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსი ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური სტატუსი, არამედ არის სტატუსი, რომლის მთავარი ღირსება არის ის, რომ ვეტერანი არის სამშობლოს დამცველი. სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანი, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, მე ქედს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე. მინდა ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს ვეტერანებს, ყველა ვეტერანს, ვინც სისხლი გაიღო ჩვენი ქვეყნისთვის, ვინც იცავდა და ემსახურება დღესაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი. ჩვენ ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ ვეტერანებს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადავუწყვიტეთ მათ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობის მოვალეობაა, რომ ვეტერანებისთვის მაქსიმუმი გააკეთოს.

„ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. ჩვენ წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს, დაღუპულ ვეტერანებს და არა მხოლოდ“, - განაცხადა პრემიერმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა