დავით ხაჯიშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრის დროს დარბაზში ნამდვილად არ ვიქნებით, რაც შეეხება განხილვაზე დასწრებას, ამაზე ფრაქციაში კონსულტაცია ჯერ არ გვქონია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” იმპიჩმენტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, განხილვაზე დასწრების თაობაზე კი პარტიაში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

როგორც ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განუცხადა, ფრაქციის წევრებს პრეზიდენტთან მთავარი კითხვა აქვთ, „რატომ არ უშვებს მიხეილ სააკაშვილს საპყრობილიდან”.

„კენჭისყრის დროს ნამდვილად არ ვიქნებით დარბაზში, რაც შეეხება განხილვას, ამაზე ფრაქციაში კონსულტაცია ჯერ არ გვქონია. თუმცა ფრაქციაში ყველას ერთი კითხვა მაინც გვაქვს. მთავარი კითხვა ისაა, რატომ არ უშვებს მიხეილ სააკაშვილს საპყრობილიდან, როდესაც იცის, რომ იგივე სასამართლომ გაასამართლა ის რუსი აგენტი ფარცხალაძის წარდგინებით. თუ ის თვლის, რომ სასამართლო დღეს თავისუფალი არაა, რატომ არ უშვებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს გარეთ?!”- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

რაც შეეხება იმას, შეაგროვებს თუ არა „ქართული ოცნება” იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმას, ხაჯიშვილი ამბობს, რომ ეეჭვება.

„ძალიან მეეჭვება, რომ „ქართულმა ოცნებამ” 100 ხმა შეაგროვოს იმპიჩმენტის დროს. იმ ოპოზიციის პოლიტიკური კარიერა, ვინც მონაწილეობს მიიღებს იმპიჩმენტში, დასრულებული იქნება. არ მგონია, ვინმე იყოს ოპოზიციაში ისეთი, ვისაც კარიერის დასრულება უნდა”, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება