პარლამენტში, დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში, დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირას პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სახალხო დამცველის ანგარიშს წარუდგენენ.

„დღეს პოლიტიკურ განცხადებებთან ერთად გვაქვს თავდაცვის მინისტრის საათი. მიმდინარე კვირას, ასევე გვაქვს იმპიჩმენტის საკითხი, დადგენილების პროექტს დღეს გამოვიტან და იმპიჩმენტის საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდეთ.

ასევე იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში და სახალხო დამცველის ანგარიში, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია. დღეს თავდაცვის მინისტრის საათი გვექნება, ხუთშაბათს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიში, პარასკევს დღის პირველ ნახევარში საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია, დღის მეორე ნახევარში სახალხო დამცველის ანგარიში. ამიტომ, გთავაზობთ, დღეს შესვენების გარეშე ვიმუშაოთ, რადგან დღის მეორე ნახევარში მოგვიწევს „მინისტრის საათი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება