გიორგი კვერენჩხილაძე - გავლენის ქვეშ არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვგრძნობ რაიმე გავლენას - არ დავეთანხმე ძირითად დასკვნას, სადაც წერია, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია

ზოგადად მე დავალებული არავისგან ვარ, არ ვიცი ვინ რას ამბობს, პოლიტიკურ მოღვაწეებს და არამოსამართლეებს უფრო ფართო ფარგლები აქვთ მათი პოზიციების გამოხატვის და დაფიქსირების, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის გავლენის ქვეშ არასდროს ყოფილა და არც ახლა გრძნობს არანაირ გავლენას.

„ჩვენი განსხვავებული აზრი, რამდენიმე წუთის წინ დაიდო საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნონ და თავად მიხვდებიან, თუ რას ეყრდნობა ჩვენი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც განსხვავებულ აზრშია ჩამოწერილი.

არ დავეთანხმე ძირითად დასკვნას, სადაც წერია, რომ დაარღვია [პრეზიდენტმა კონსტიტუცია]. ამის საფუძველი გახდა ის სამართლებრივი შეხედულებები, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში გაგვაჩნია საკითხთან დაკავშირებით. სამი მოსამართლე ვაწერთ ამ განსხვავებულ აზრს ხელს.

არანაირი ტერაინკოგნიტა, მგონი, ეს არ არის, მოსამართლეს ხან აქვს განსხვავებული აზრი, ხან არ აქვს. ხან რაღაც ემთხვევა, ხან არა. ყოფილა უმრავლესობის პოზიციებთან თანხვედრა, ყოფილა უმცირესობის პოზიციებთან თანხვედრა. ეს ჩვეულებრივი სამოსამართლეო ცხოვრების თანმდევია.

ზოგადად, დავალებული არავისგან არა ვარ, არ ვიცი ვინ რას ამბობს, პოლიტიკურ მოღვაწეებს და არამოსამართლეებს უფრო ფართო ფარგლები აქვთ მათი პოზიციების გამოხატვის და დაფიქსირების. მოსამართლეები ჩვენი სამოსამართლეო ეთიკით შეზღუდულები ვართ და ამგვარ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ ვერანაირად.

მოსამართლე საზოგადოების ზეწოლასაც უძლებს, რა თქმა უნდა, და ზოგადად, სასამართლოს კრიტიკა დასაშვებ ფარგლებში ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს გარკვეულ ზღვარს არ უნდა გასცდეს, არც ძირითადი აზრის ავტორი მოსამართლეების მიმართ და არც განსხვავებული ავტორი მოსამართლეების მხრიდან, ეს ჩვეულებრივი სამოსამართლეო პროცესია ცხოვრების.

მე არანაირი საფრთხე არ მქონდა, არასდროს გავლენის ქვეშ არ ვყოფილვარ და არც ახლა არანაირ გავლენას არ ვგრძნობ, ეს ჩემი პოზიციაა, რასაც ახლა ხელს ვაწერ. ადამიანებს სრული თავისუფლება აქვთ ისაუბრონ, ის რაც მათ მიაჩნიათ მათ პოზიციად და გამოხატონ ეს თავისი პოზიციები“, - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა სამარცხვინო უწოდა 6 მოსამართლის გადაწყვეტილებას და არის თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება სამარცხვინო, კვერენჩხილაძე ამბობს, რომ „არ შეიძლება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ამგვარი საუბარი“.

„არ შეიძლება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ამგვარი საუბარი იმიტომ, რომ სახელმწიფოში სასამართლოს გადაწყვეტილებას ძირითადი იქნება თუ განსხვავებული, გარკვეული ეთიკა არსებობს და ეთანხმები ან არ ეთანხმები, კრიტიკა გასაგებია, მაგრამ სხვა ტერმინებზე მე ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო