პრემიერი - მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს შემოიტანდა, მან კი გვითხრა, რომ კონსტიტუციას არ ცნობს - ეს სამარცხვინო ფაქტია

სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე დადასტურებულად არის კონსტიტუციის დამრღვევი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა და უხეშად დემონსტრაციულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია.

„რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე დადასტურებულად არის კონსტიტუციის დამრღვევი.ეს რა თქმა უნდა, მე როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და როგორც რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი ყოველთვის უნდა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი კანონის, კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ქალბატონმა სალომემ, უხეშად დემონსტრაციულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რაც არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების ნათქვამით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა. ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება შემდეგ პროცედურას, ირაკლი ღარიშვილის თქმით, იმპიჩმენტის პროცესის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მოლოდინი იმისა, რომ უმრავლესობას საჭირო ხმებს მოაგროვებდა, არ გვქონია, არც არავითარი დიდი ილუზიები არავის ჰქონდა. თავიდანვე ვთქვით, რომ საკმარისი ხმები არ გვქონდა, მაგრამ ჩვენ ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის, პარლამენტის წევრები უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი. პრეზიდენტს და ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როდესაც პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე, კონსტიტუციაზე მაღლა იდგა. ეს ძალიან სამწუხაროა. ალბათ, დამეთანხმებით, ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ იგი ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს შემოიტანდა. ევროპული სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ჩვენ ამის სრული საპირისპირო სურათი მივიღეთ, როცა ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის კონსტიტუციას არ ცნობს. ეს არის სამარცხვინო ფაქტი მეგობრებო“,-განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თქმით, პარლამენტშიც მივა, რომ „პატარა კაცებთან დადგეს“, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს და ასეთ განცხადებებს აკეთებს“,-განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს