ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე არავითარი გავლენა არ ექნება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე არავითარი გავლენა არ ექნება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა კანონის და კონსტიტუციის დაცვის კუთხით მაგალითის მიმცემია.

„ყველაფერი კარგად იქნება. არავითარი გავლენა. რას ნიშნავს გავლენა ექნება? ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცავთ ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონი. პოზიტიური არის იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ კანონის და კონსტიტუციის დაცვის კუთხით მაგალითის მიმცემი“,-განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.

„ჩვენ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს. მოლოდინები არის საკმაოდ პოზიტიური. არ მინდა იმაზე მეტი ვთქვა, რაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არის. მე მექნება შეხვედრა ბრიუსელში, სადაც ძალიან მალე მივდივარ. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ კომისიასთან. აქტიურ კომუნიკაციაში ვართ კომისიის შესაბამის სტრუქტურებთან. ბოლო დაზუსტებები მიმდინარეობს ახლა და ნოემბრის დასაწყისში იქნება კომისიის გადაწყვეტილება, რეკომენდაცია. ვფიქრობ, რომ საქართველომ, ჩვენმა ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის არაერთი მცდელობისა და საბოტაჟისა. სხვა შიდა თუ გარე მტრების მონდომებისა, რომ ეს პროცესი რამენაირად შეფერხებულიყო, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ბოლოში გავედით. ამ ბოლოში გასვლას ჩვენ იმედიანად ველოდებით, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ხალხის მობილიზებითა და მათი ნების გამოხატულებით კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. მიუღებელი იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება ისევე, როგორც შარშან იყო ეს გადაწყვეტილება მიუღებელი და გაუმართლებელი. უფრო მეტიც, უხეში შეცდომა იყო დაშვებული ევროპის მხრიდან, მაგრამ აღარ მინდა წარსულზე გავაკეთო კომენტარები, მომავალზე უნდა ვიფიქროთ“,-განაცხადა პრემიერმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს