გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, თსუ-ს აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა საუნივერსიტეტო სიახლეებსა და უმაღლესი განათლების მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრეს, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და მათი დაძლევის გზები განიხილეს.

„მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით სამინისტრო, კერძო სექტორის ჩართულობით, აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მათ უმაღლესი განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრთან შეხვედრას თსუ-ს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები, შვიდივე ფაკულტეტის დეკანები, ცენტრალური და ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება