ამერიკის საავტომობილო საერთაშორისო პროფკავშირი ირაკლი პეტრიაშვილს და პროფკავშირების გაერთიანებას სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

უსამართლო ანაზღაურებისა და დაუცველი სამუშაოს გამო, ამერიკული ავტოკომპანიების: „Ford”-ის, „General Motors”- ისა და „Stellantis“- ის ათასობით წევრია გაფიცული. ათასზე მეტი დასაქმებული კი ვადაგასული კონტრაქტით მუშაობს. შესაბამის ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, წინა კვირას, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ამერიკის სასოფლო-სამეურნეო, საავტომობილო და საავიაციო სფეროში დასაქმებულების გაფიცვას სოლიდარობა გამოუცხადა და სოლიდარობის კამპანიაში ჩაერთო.

ამის გამოც, ამერიკის სასოფლო-სამეურნეო, საავტომობილო და საავიაციო სფეროში დასაქმებულთა საერთაშორისო პროფკავშირის პრეზიდენტმა, შოუნ ფეინმა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას და მის თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს, მადლობის წერილი გამოუგზავნა.

„ამერიკის სასოფლო-სამეურნეო, საავტომობილო და საავიაციო სფეროში დასაქმებულთა საერთაშორისო პროფკავშირის (UAW) ერთი მილიონი აქტიური და გადამდგარი წევრის სახელით, მინდა ამ გაფიცვაში თქვენი სოლიდარული სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის ჩემი ღრმა მადლიერება გამოვხატო. ამჟამად, „Ford”-ის, „General Motors”- ისა და „Stellantis“- ის ჩვენი ათასობით წევრი უსამართლო ანაზღაურების და დაუცველი სამუშაოს გამო გაფიცულია. ათასზე მეტი ვადაგასული კონტრაქტით მუშაობს და ელოდება გამოძახებას.

დიდმა სამმა ამერიკულმა ავტოკომპანიებმა რეკორდული მოგება მიიღეს დიდი რეცესიის შემდეგ. დროა UAW-ის თანამშრომლებმა კომპანიების კეთილდღეობით ისარგებლონ და წლების განმავლობაში შრომისმოყვარეობისა და გაღებული მსხვერპლისთვის დაჯილდოვდნენ. UAW წევრებისთვის, რომლებიც პიკეტის ხაზზე მიდიან, არაფერია უფრო ძლიერი, ვიდრე სოლიდარობის გრძნობა პროფკავშირის თანამემამულე ძმებისა და დების მხრიდან მთელი მსოფლიოდან. ეს არის საჩუქარი, რომელიც ამაღლებს ზნეობას და მოუწოდებს დასაქმებულებს, იცხოვრონ ერთი დღით მეტი და ერთი დღით უფრო ძლიერად ვიდრე მათი კომპანიაა. მადლობას გიხდით სოლიდარობისთვის. UAW თქვენს მხარდაჭერას ამ გაფიცვებში არ დაივიწყებს. სამართალი და სამართლიანი შრომითი პრაქტიკები ვერ მიიღწევა მსოფლიოში თუ ჩვენ არ ვიმუშავებთ და ვიდგებით ერთად! სოლიდარობით, შოუნ ფეინი“, - ვკითხულობთ წერილში.

პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, საავტომობილო სექტორის დასაქმებულების გაფიცვა სექტემბრის თვეში დაიწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება