საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა რობინ დანიგანს ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, მასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„აშშ-ის ახალმა ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლების და მისი მისია საქართველოსთან ურთიერთობების ყველა მიმართულებით შემდგომი განმტკიცება იქნება და რომ ამ მხრივ, საქართველოს პარლამენტთან აქტიური მუშაობისთვის მზად არის.

მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები, აშშ-ის ახალი ელჩის გეგმები და ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!