„ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების გახსნას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების და მხარდამჭერი პროგრამის რეგიონალური ხელმძღვანელი სევერიან ღვინეფაძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, კერძო სექტორისა და ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 21-22 ოქტომბერს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 160 მეწარმე ქალი მიიღებს. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს - საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სათამაშოებს, ავეჯს, დეკორსა და სხვა ნივთებს წარუდგენენ. დამთვალიერებლებს კი მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხე იქნება გამოყოფილი იმ ტექნოლოგიური სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები, სადაც სტუმრების განწყობაზე დიჯეი გოგოები იზრუნებენ.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა. იგი ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, საინტერესო ბიზნესკავშირების, ასევე პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. მისი მხარდამჭერები და ორგანიზატორები არიან: „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD), „თიბისი“, „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, „ექსპო ჯორჯია“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის