ირაკლი ღარიბაშვილი -  რა ფარცხალაძეზე მელაპარაკებით? კეზერაშვილია მთავარი კორუმპირებული, ლეგენდა კაცი, რომელმაც გაძარცვა ევროპა და ჯარი, ბიზნესი დაარეკეტა, მილიარდზე მეტი აქვს მოპარული და ტელევიზიებს აფინანსებს

არასერიოზულია. საერთოდ რას დადიხართ ყოველ შაბათ-კვირას ჩემს მშობლიურ სოფელში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზურაბ გონაშვილს ეხებოდა.

ჟურნალისტის თქმით, ის მოქალაქეს თავს დაესხა.

„არასერიოზულია თქვენი შოუები, აბსოლუტურად არასერიოზულია, სასაცილოა, ყოველ შაბათ-კვირას დადიხართ ჩემს სოფელში, რას დადიხართ? რატომ დადიხართ?“- განაცხადა პრემიერმა

კითხვაზე, ნაცემია თუ არა მოქალაქე გონაშვილი, პრემიერი ამბობს, რომ ეს არის ტყუილი.

„თქვენ აკეთებთ რაღაც უაზრო სკანდალებს. იმდენად არასერიოზული საკითხია, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაიმეს აკეთებთ, თქვენ ხართ ტყუილის გამავრცელებლები. ძალიან პოპულარული გახადეს ეს ადამიანი, გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება ფარცხალაძის თემაზე.

„აი, თქვენ, „ფორმულა“, რა ფარცხალაძეზე მელაპარაკებით? კეზერაშვილი, მთავარი კორუმპირებული, ლეგენდა კაცი, რომელმაც გაძარცვა მთელი ევროპა, გაძარცვა აგერ ჩვენი ჯარი, ბიზნესი დაარეკეტა, მილიარდზე მეტი აქვს მოპარული ევროპაში და აფინანსებს თქვენს ტელევიზიებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა