ნიკოლოზ სამხარაძე - ყველა პროცესი, რომელიც ჩვენი რეგიონის ირგვლივ მიმდინარეობს, აჩვენებს, რომ მსოფლიოში ახალი ესკალაციის სერიოზული საფრთხეა და ამ მოცემულობაში  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას მშვიდობა და სტაბილურობა შევუნარჩუნოთ

მინდა მოვიყვანო ციტატა: „წუხილის მიუხედავად, ჩვენ ყველას შეგვიძლია მადლიერი ვიყოთ ყოველ დილით და ყოველ ღამე, რომ შეგვიძლია ვიცხოვროთ აქ, ჩვენს ოჯახებთან მშვიდად და უსაფრთხოდ - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - ეს არის განცხადება, რომელიც სამი დღის წინ გააკეთა ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი და გავლენიანი სახელმწიფოს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთების ფონზეც კი, საქართველოში ისმის ქილიკი მშვიდობასთან დაკავშირებით.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ამ თემაზე არასერიოზულად საუბარი ოპოზიციის სამარცხვინო პოლიტიკაზე მიუთითებს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების საფუძვლის დაზიანებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ აქ ბოლო წელიწად-ნახევარია ვისმენთ ქილიკს იმასთან დაკავშირებით, მშვიდობა არის მნიშვნელოვანი თუ არ არის მნიშვნელოვანი, ომი გვინდა თუ არ გვინდა და გვირჩევნია რომ ბომბები გვცვიოდეს, მაგრამ სულიერად ამაყები ვიყოთ. ეს არის სწორედ ის ორმაგი სტანდარტები და სამარცხვინო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ იმისათვის, რომ ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარს - ეს მონაპოვარი არის მშვიდობა, რომელიც ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის, ბევრ შემთხვევაში აწონ-დაწონილი პოლიტიკური ნაბიჯების ფასად გვიჯდება და ამისათვის საფრთხის შექმნა არის არა „ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანება, არამედ სახელმწიფოს და მისი უსაფრთხოების საფუძვლების დაზიანება.

ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, შეწყვიტონ ამ თემაზე ქილიკი, შეწყვიტონ ამ თემის „გაბაიბურება“, იმიტომ რომ ყველა პროცესი, რომელიც ჩვენი რეგიონის ირგვლივ, ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს, აჩვენებს, რომ მსოფლიოში არის დაპირისპირების ძალიან სერიოზული, ახალი ესკალაციის საფრთხე და ამ მოცემულობაში ჩვენ , როგორც ოკუპირებულმა ქვეყანამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას შევუნარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა“, - აღნიშნა სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის კომენტარსაც პარტლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
ახალი დოკუმენტური ფილმი „32 წუთი“ და წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გზა მსოფლიო არენაზე