ფოთში, ფოთის „კოლხეთი 1913“-ის პრეზიდენტისა და დირექტორის თემურ ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა

ფოთში დღეს ფოთის „კოლხეთი 1913“-ის პრეზიდენტისა და დირექტორის თემურ ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. ტურნირში გამარჯვებულ ქუთაისის „ტორპედოს“ „თემოს თასი“ გადაეცა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ყოველ წლის 16 ოქტომბერს, მისი იუბილეს აღსანიშნავად, ტურნირში გამარჯვებულ 12 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს „თემოს თასს“ გადასცემენ.

„ტურნირი ყოველწლიურად იმართება და მასშტაბურ სახეს ატარებს. „თემოს თასი“ წელს ქუთაისის „ტორპედოს“ ერგო და გამარჯვებული გახდა. ტურნირში საქართველოს რეგიონებიდან 8 გუნდი მონაწილეობდა. საფეხბურთო მატჩის ორგანიზატორებმა თემურ ბარქაიას ღვაწლზე ისაუბრეს და აღნიშნეს,რომ თასის გათამაშება მის ხსოვნას და გაწეულ ამაგს უკავშირდება. „თემოს თასი“ ფოთში შარშან დაარსდა და მომავალი თაობების განვითარებაზეა ორიენტირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება