კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, ილუზიებშია, ვერ ხვდება როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი - ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს

ეს (სალომე ზურაბიშვილი) ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ ილუზიებშია, ვერ ხვდება როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა მის არჩევნებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს.

„რაც შეეხება ზოგადად პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. პირველი, უმძიმესი ფაქტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. სამარცხვინოა აღნიშნული ქმედება. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა დაიცვას კონსტიტუცია.

რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია მისი ბოლომდე მიყვანა და განხორციელება, თუმცა ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს.

სადაც უნდა იქ წავიდეს და სადაც უნდა იქ გადავიდეს, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს.

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეგვიძლია მოვიძიოთ და ვნახოთ, რომელი ქვეყნის პრეზიდენტი იქცევა იმდაგვარად, როგორც იქცევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, რომ დაიცვას კონსტიტუცია, მას ფიცი აქვს დადებული და პირველი არღვევს. ამ ყველაფერს ნიღბავს იმით, რომ თითქოს საქართველოს ევროპულ მომავალზე შესტკივა გული და ამ დროს, რეალობაში რა ხდება? ვისმენთ განცხადებებს მისი მხრიდან, (ჩვენ ხომ არ ვიგონებთ) ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო და დაამატა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. თუ ვინმე სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და უბრალოდ მარტივად, რომ შევაფასოთ მავნებლობა.

ეს (სალომე ზურაბიშვილი) ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ ილუზიებშია, ვერ ხვდება როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა მის არჩევნებზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აცდენილია რეალობას”, - განაცხადა კალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება