ნინო დოლიძე - სკოლების დირექტორობის კანდიდატთა ნაწილი, რომელმაც შერჩევის პროცესი ვერ გაიარა, მიიჩნევს, რომ შერჩევის კრიტერიუმები შესაბამისი არ იყო

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, სკოლების დირექტორობის კანდიდატების ნაწილი, რომელმაც შერჩევის პროცესი ვერ გაიარა, მიიჩნევს, რომ შერჩევის კრიტერიუმები შესაბამისი არ იყო.

როგორც მან ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანდიდატი დირექტორების ნაწილი აღნიშნულს უსამართლოდ თვლის და აცხადებს, რომ ისინი ვაკანტურ თანამდებობაზეც კი არ იყვნენ წარდგენილები.

„ამ პროცესში სერტიფიცირების ორივე პროცესს ვაკვირდებოდით, იქნებოდა ეს გამოცდა თუ შემდეგ უკვე, გასაუბრება. გასაუბრების ეტაპზე რამდენიმე კანდიდატი ვერ გადავიდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყო, რადგან თვლიან, რომ ისინი კვალიფიციურები არიან, მათ შორის, დირექტორად მუშაობის გამოცდილება აქვთ. ამასთან, მიიჩნევენ, რომ კრიტერიუმები შესაბამისი არ იყო. სწორედ აქედან გამომდინარე, 26 კონკურსანტის უფლებებს ვიცავთ. მას შემდეგ, რაც სერტიფიცირება დასრულდა, სკოლებში წარდგენის პროცესი მიმდინარეობდა. რიგი დირექტორები წარდგენილები არ იყვნენ და ისინი ამასაც უსამართლოდ მიიჩნევენ”, - განაცხადა ISFED-ის დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის, მანანა მიქავას განცხადებით, „ისინი კრიტიკული აზრისთვის დაისაჯნენ“ და მათ როგორც გასაუბრების, ისე წარდგინების პროცესთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები აქვთ.

„დღეს აქ კრიტიკული აზრისთვის დასჯილი კანდიდატები შევიკრიბეთ. ორივე ეტაპს ვგულისხმობთ, იქნება ეს სერტიფიცირებისა თუ წარდგინების ეტაპი. ჩვენ კრიტიკული აზრისთვის ვართ დასჯილი, კონკრეტულად მე, რუსული კანონის გაპროტესტებისთვის. გასაუბრებისას და წარდგენების ეტაპთან დაკავშირებით, კონკრეტული შენიშვნები გვაქვს. ეს გახლავთ კომისიის არაობიექტურობა. ასევე, ერთნაირი მიდგომა არ იყო და სხვადასხვა კითხვებით შეგვაფასეს. არც ეს კითხვები იყო რელევანტური ჩვენს გამოცდილებასთან და დირექტორის გამოცდილებასთან. კრიტერიუმები საერთოდ არ იყო ცნობილი. ასევე, ამ გასაუბრებას ნეიტრალური ორგანიზაცია არ ესწრებოდა. პროფკავშირები ესწრებოდნენ, რომლებსაც მე პირადად, უნდობლობას ვუცხადებ და ასე არიან ჩემი კოლეგებიც. კითხვის ნიშანი აქაც ისმევა, ჩემი უფლებები რატომ უნდა დაიცვას ისეთმა ორგანიზაციამ, რომლის მიმართაც უნდობლობა მაქვს. ამასთან, გვაქვს უკუკავშირის პრობლემაც. ბატონ ამილახვარს მივმართე, რომ შეგვხვედროდა. მოგეხსენებათ, მან გამოაცხადა, რომ მასწავლებლებთან და ზოგადად, პრობლემებზე სასაუბროდ ღიაა, თუმცა ღია სამინისტროში მხოლოდ ფოიეს კარები გვხვდება. პრობლემა არ არის, ფოიეშიც შევხვდებით და ვისაუბრებთ თუ ამის საჭიროება დადგება. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წლების განმავლობაში, 2020 წლიდან მოყოლებული და უფრო ადრეც, სკოლაში მოვალეობის შემსრულებლები არიან დასაქმებულები, რომელთა კომპეტენცია აბსოლუტურად არ შემოწმებულა. მათ საპირწონედ ჩვენ გვაყენებენ, რომელთაც გამოცდაც გვაქვს ჩაბარებული, გასაუბრების ეტაპიც გაიარეს და კანდიდატებადაც არ წარადგინეს ეს ადამიანები. ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები წყვეტენ ჩვენს ბედს. სიები, ვინ უნდა გახდეს დირექტორი და ვინ-არა, მერიაში დგება. ამ მიდგომით სკოლები სრულად პოლიტიზებულია და სკოლების დეცენტრალიზაციის საკითხსაც ეჭვქვეშ და საფრთხის ქვეშ აყენებს",- განაცხადა მანანა მიქავამ.

მისივე განცხადებით, „პირველ ეტაპზე, სერტიფიცირების ეტაპზე დაბლოკილი ადამიანები ითხოვენ, რომ ეს პროცესი ანულირებულად გამოცხადდეს და ხელახლა ჩატარდეს გასაუბრება“.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა