„საქართველოს ბანკი“ 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმს გამართავს

„საქართველოს ბანკი“ აგრო წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნების პროგრამასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმს გამართავს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, B2B აგროფორუმის მიზანს ქართველი მეწარმეებისთვის ექსპორტზე გასვლის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეები, რომლებსაც მოჰყავთ ხილი, კაკლოვანი და დაფნის კულტურები, აწარმოებენ ღვინოს და სურთ საკუთარი პროდუქციის ექპორტზე გატანა. ფორუმს აგრეთვე დაესწრებიან საკონსულტაციო კომპანიები EuroMonitor, EDA, Eximcrop, Globalize და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტის წარმოებიდან ექსპორტამდე არიან ჩართული პროცესში.

შეხვედრაზე მეწარმეებსს ექნებათ გამოყოფილი სივრცე და შესაძლებლობა, გაეცნონ სიახლეებს და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.

ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდება: პრეზენტაციები; პანელური დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონებში აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა. აღნიშნული ღონისძიების მიზანსაც მეწარმეებისთვის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობა და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა წარმოადგენს. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ აგრო ექსპერტებს, ამასთან, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. აგრარული საქმიანობის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით ბანკმა არაერთი პროდუქტი შექმნა და ჩვენ აქ არ ვჩერდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები რეგიონებში ეკონომიკურ გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის გაძლიერების საწინდარია“ განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, B2B აგროფორუმი USAID-ის სოფლის მეურნების პროგრამასთან ერთად ხორციელდება. ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.

B2B აგროფორუმზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ფორუმში მონაწილეობისთვის შეირჩევა 50 მეწარმე. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის