დავით ნარმანია - USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერით, არაერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური დამონტაჟდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის წყაროს - 500 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპილოტე პროექტი USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და შპს „ფუდსერვისის“ მიერ ერთობლივად განხორციელდა.

„სემეკი განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების განვითარებას საქართველოში მხარს უჭერს. ამ კუთხითაც მისასალმებელია USAID-ის როლი, რადგანაც USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან სემეკის ინიციატივით დაინერგა და საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებს ნეტო-აღრიცხვის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული წამახალისებელი ინსტრუმენტია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით. სწორად, განახლებადი ენერგიების ათვისების წახალისების მიზნით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურების დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-ამდე გავზარდეთ. ბოლო მონაცემების შესაბამისად, სისტემაში ჩართული 500 კვტ-ამდე სადგურების დადგმული ჯამური სიმძლავრე 57 მეგავატს აღემატება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში, საპილოტე პროექტების ინიცირებით განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში ტექნიკურ და მატერიალურ დახმარებას უწევს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარებას.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა