ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Mastercard-თან თანამშრომლობას აღრმავებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე Mastercard-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ნიკოლა ვილას და კორპორაციის აღმოსავლეთ ევროპის ვიცე-პრეზიდენტს, ენგინ იასარს შეხვდნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კორპორაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი მოადგილე, თამარ ყორიაული დაესწრო.

„შეხვედრაზე Mastercard-თან თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განხილეს. 2020 წლიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კორპორაციასთან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც, Mastercard ადმინისტრაციას საჭირო მონაცემებს აწვდის, რაც ეხმარება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სწორად სამიზნე ბაზრები განსაზღვროს, მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი ტენდენციები შეაფასოს და შედეგად, სათანადოდ დაგეგმოს მარკეტინგული კამპანიები.

Mastercard-თან თანამშრომლობა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას, მოგზაურობის დაგეგმვას, მონაცემების მიღებას და სხვადასხვა ტურისტულ სერვისებს უწყობს ხელს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება