„გასა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საქართველოს ავიასერვისის სააგენტო „გასა“ შეუერთდა, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული მომხმარებელს მომსახურების ინოვაციურ სტანდარტებს სთავაზობს. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიამ დაფუძნებისთანავე, გადახდის მრავალფეროვანი და ადვილად ხელმისაწვდომი არხები შექმნა, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებელს დისტანციურად გადახდის მოქნილი სერვისი შესთავაზა.

„გასა“ საქართველოში „პეგასუსის“ ავიახაზების გენერალური სავაჭრო აგენტია. „პეგასუსის“ ავიახაზებმა, რეისების შესრულება თბილისში, 2010 წელს დაიწყო და უკვე 13 წელია, ქართულ ბაზარზე ოპერირებს. რეისები სრულდება როგორც თბილისის, ასევე, ბათუმის აეროპორტებიდან.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან კომპანია „ეარ არაბიას“ გენერალური სავაჭრო აგენტიც გახდა, რომელიც რეისებს თბილისიდან შარჯის მიმართულებით ახორციელებს.

„გასამ“ „ეარ არაბია აბუ დაბისა“ და „ფლაი არნასთან“ მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა, რის საფუძველზეც საქართველოში მათი სავაჭრო წარმომადგენელი გახდა.

ზემოხსენებულ ავიაკომპანიებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის პარალელურად, „გასა“ საქართველოში ორ, თურქულ სარეზერვაციო სისტემას, იატის და ბუქინგაგორას წარმოადგენს. აღნიშნული სისტემების მეშვეობით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიის ავიარეისები და სასტუმროები საუკეთესო ფასად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მივესალმებით ინოვაციურ და ხარისხზე ორიენტირებულ კომპანია „გასას“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და მოტივირებულ გუნდთან ერთად წარმატების ისტორია ქმნის, რომელიც ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან „გასა“ არაერთი წამყვანი ავიახაზების გენერალური სავაჭრო აგენტია საქართველოში. წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას და მის გუნდს სამომავლო საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა