კახა კალაძე - იპოდრომის ტერიტორია მუნიციპალიტეტისაა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს თანხას, რომ იქ  პარკი მოეწყოს - არ ვიცი, რამდენად სწორია გავაკეთო განმარტებები, „ქართუ“ ფონდის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე

არ ვიცი, ახლა ამაზე რამდენად სწორია მე გავაკეთო განმარტებები, დედაქალაქის მერმა ფონდის მიერ განხორციელებულ რაღაც ქმედებებზე, არ იქნება სწორი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართუ ფონდმა“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საკუთრებაში დაიბრუნა.

მისივე თქმით, იპოდრომის ტერიტორია არის მუნიციპალიტეტის, სადაც ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს საკუთარ თანხას, რომ იქ მოეწყოს პარკი და გაჩნდეს ლამაზი სივრცე.

„არ ვიცი, ახლა ამაზე რამდენად სწორია მე გავაკეთო განმარტებები დედაქალაქის მერმა, ფონდის მიერ განხორციელებულ რაღაც ქმედებებზე, არ იქნება სწორი. რაც შეეხება იპოდრომის ტერიტორიას ეს არის მუნიციპალიტეტის, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ამასთან დაკავშირებით არა ერთი განცხადება გაკეთდა, ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს საკუთარ თანხას, რომ იქ მოეწყოს პარკი და გაჩნდეს ლამაზი სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დასვენების, გართობის, განტვირთვის, ეს იქნება ცენტრალური პარკი, რომელიც პროექტის სახით იქნება განხორციელებული“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ამ დრომდე ფონდ „ქართუს“ ტრანზაქციები ხელმისაწვდომი არ არის, რაზეც კალაძე ამბობს, რომ საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ არის აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე.

„თქვენ თუ მიმართავთ ფონდს, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენს კითხვაზე გექნებათ შესაბამისი პასუხი. საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ არის აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე. აღნიშნულმა ფონდმა უამრავი პროექტი განახორციელა მთელი წლების განმავლობაში, ეს იყო სკოლების აღდგენა, რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება-მოწესრიგება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ჯარის მხარდამჭერი პროგრამები, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ძალიან შორს წავალთ, ყველა იმ განხორციელებულ პროექტზე, რომ ვისაუბრო. თუ არ ვცდები, 6 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული აღნიშნულ ფონდს. შესაბამისად, ჩვენ მადლობის მეტი რა გვეთქმის, ასეთი ადამიანები, ასეთი ფონდები ბევრი უნდა იყოს, ვინც ქვეყანას დაეხმარება, ვინც ხალხს დაეხმარება და ხელს შეუწყობს სახელმწიფოს განვითარებაში და ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომელიც მათ აქვთ გაკეთებული“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, „ქართუ ფონდმა“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საკუთრებაში დაიბრუნა.

ამასთან, როგორც აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, „ქართუ ფონდმა“ წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმა „ლაგუნა ვერესა“ და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკასთან დაკავშირებით.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა