თსუ - გიორგი ამილახვარმა და ჯაბა სამუშიამ თსუ-ში განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი თსუ რექტორთან, აკადემიკოს ჯაბა სამუშიასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად, უნივერსიტეტსა და უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთან შეხვედრას თსუ-ს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები, შვიდივე ფაკულტეტის დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის, უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი და სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტული მიმართულებების საკითხი. მინისტრი ასევე, უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაციის პროცესს შეეხო. ისაუბრა ერასმუს პლუსის პროგრამის შესაძლებლობებზე, ონლაინ და დისტანციური სწავლების განვითარებაზე, უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. გიორგი ამილახვარმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა და საუნივერსიტეტო გამოწვევებზე ერთობლივად მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის ფარგლებში, რექტორმა ჯაბა სამუშიამ მინისტრს და საუნივერსიტეტო საზოგადოებას სიახლეები გააცნო და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. რექტორი შეეხო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სტიპენდიების გაორმაგებისა და სტატუსშეჩერებული სტუდენტების დაფინანსების საკითხს. მისი ინფორმაციით, თსუ-ში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია, რის შედეგადაც, უახლოეს მომავალში ყველა სასწავლო სივრცე სრულად მოეწყობა. რექტორმა სტუდენტური საცხოვრებლისა და ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა თსუ მედიცინის ფაკულტეტისთვის საკუთარი კლინიკის შესყიდვაზე, მე-6 კორპუსის რეაბილიტაციაზე, შიდა და გარე სივრცეების, სტუდენტური კუთხეების მოწყობაზე ყველა კორპუსში. მისი თქმით, დაგეგმილია საგამოცდო ცენტრის რეაბილიტაცია და აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით, რაც შესაძლებელს გახდის გამოცდების ელექტრონული ფორმატით ჩატარებას”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო