სალომე სამადაშვილი თავდაცვის მინისტრს - თქვენი მინისტრობისას არც შეიარაღება გვეზრდება და არც სოციალური პირობები უუმჯობესდება არავის - არ გერიდებათ, რომ თქვენს შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად ბიზნესი აქვს?

მაინტერესებს თქვენ, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ქვეყნის, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, არ გრცხვენიათ და არ გერიდებათ, რომ თქვენს შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად ბიზნესი აქვს და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი თქვენმა შვილმა ვერ იშოვა? - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

მისივე განმარტებით, ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პირობებში, ქვეყანას შეიარაღება არ ეზრდება და სოციალური პირობებიც არავის უუმჯობესდება.

„დღეს ვეტერანების დღეა და თავდაპირველად, მინდა, მათ ბრძოლისთვის და წვლილისთვის, რაც ამ ქვეყნისთვის გაწიეს, მადლობა გადავუხადო. სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება მათ არ აფასებს და ჩემი აზრით, სამარცხვინოა ის საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რაც ვეტერანებს შესთავაზეთ. ეს მხოლოდ 100 ლარს შეადგენს. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ ეს არ იყოს, როგორც ყველაზე ცოტა, მინიმუმ საყოფაცხოვრებო მინიმუმის ტოლფასი 250 ლარი და საერთოდ მიგვაჩნია, რომ 500 ლარი მაინც უნდა იყოს. თუ შეიძლება მეტი რომ გვითხრათ, რას აპირებთ ვეტერანებისთვის გარდა იმისა, რომ მიხვიდეთ, როდესაც მათი დღეა და მიულოცოთ. თუმცა შემაშფოთებელი ის არის, რომ თქვენი მინისტრობის პირობებში არც შეიარაღება გვეზრდება და არც სოციალური პირობები უუმჯობესდება არავის. მაგრამ თქვენი, პირადად და თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ხართ, ძალიან გაუმჯობესდა. მე მაინტერესებს, თქვენ, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ქვეყნის, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, არ გრცხვენიათ და არ გერიდებათ, რომ თქვენს შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად ბიზნესი აქვს და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი თქვენმა შვილმა ვერ იშოვა? მაინტერესებს ასევე რომ განგვიმარტოთ, ღარიბაშვილის მამა განსაკუთრებული ნიჭით რომ არის დაჯილდოებული გავიგეთ, მაგრამ დედათქვენიც ყოფილა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, კომერციას ვგულისხმობ. იმიტომ, რომ მოახერხა და კიკეთში უზარმაზარი მიწა, კვადრატული მეტრი 95 ლარად მიითვისეთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო