გიორგი ამილახვარი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სტუდენტებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და მათთან უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და SDSU-ს შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და 500-ზე მეტი კურსდამთავრებული მართლაც წარმატებული პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითია.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია.

სტუდენტებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სან დიეგოს უნივერსიტეტის გლობალ-კამპუსის დეკანმა იან გიბსონმა, SDSU-საქართველოს დეკანმა ჰალილ გუვენმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ.

საქართველოს მთავრობისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება, ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა