ვიოლა ფონ კრამონი - პრეზიდენტი ზურაბიშვილი აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, ამ ძალისხმევისთვის ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ - ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავტოვებთ საქართველოს 80%-ზე მეტს მარტო ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ

არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემის მიუხედავად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრორუსული მთავრობის მიერ განხორციელებული იმპიჩმენტის პროცედურის წინაშე დგას.

არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რჩება”, - წერს ფონ კრამონი.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ისჯება ევროპული ძალისხმევისთვის იგი „ ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ“.

„ხუთი თვის წინ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ იდგა აქ, მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს. აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, რომელიც თავის ხალხის მსგავსად, სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავსკონსტიტუციის 78-ე მუხლს: მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამ ძალისხმევისთვის იგი ახლა ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ.

ძვირფასო კოლეგებო. განგაშით გამცნობთ, საქართველო ოდესღაც ევროპული იმედის სხივი, ახლა სწრაფად მიემართება ავტორიტარული პრორუსული მმართველობისკენ. სასამართლო და კანონის უზენაესობა დარღვეულია და ახლა იარაღად არის გამოყენებული იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს ეძახიან. ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე, არ დავტოვებთ საქართველოს 80 პროცენტზე მეტს მარტო ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ. საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი“, - განაცხადა კრამონმა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება