ჯუანშერ ბურჭულაძე - აბა, რა ვუპასუხო ანა წითლიძეს, შეურაცხყოფის იქით ვერ განვითარდა ეს ხალხი, ჩარჩნენ - თვითონ არიან მონები, კერპთაყვანისმცემლები, ოკულტისტები

მონები არიან თვითონ, კერპთაყვანისმცემლები და ოკულტისტები, - ეს შეფასება თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბუჭრძულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ გააკეთა, რითაც ანა წითლიძეს უპასუხა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ ერთი კულტი ჰყავთ და ოკულტისტები არიან.

„რა ვუპასუხო აბა, ქალბატონ ანას, შეურაცხყოფის იქით ვერ განვითარდა ეს ხალხი. ქვეყანა განვითარდა, საზოგადოებაც იცვლება, ეს ხალხი ვერ განვითარდა, ჩარჩნენ იგივეში, შეურაცხყოფა, მონები... რა შუაშია მონები? მონები არიან თვითონ! კერპთაყვანისმცემლები, ოკულტისტები არის სწორედ ეს ხალხი. ერთი კულტი ჰყავთ, კულტი ჰქვია, აბა, ამას სხვა რა ჰქვია?“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

მანამდე ანა წითლიძემ მინისტრს მიმართა, რომ ერთადერთი მიზეზით არის თავდაცვის მინისტრი.

„ქართუ ბანკში იყავით, აგიღეს და დაგდეს თავდაცვის მინისტრად” , - მიმართა წითლიძემ მინისტრს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება