თავდაცვის მინისტრი - უნდა დაფასდეს პროფესიონალიზმი და სამშობლოსთვის თავგანწირვა

უნდა დაფასდეს პროფესიონალიზმი და სამშობლოსთვის თავგანწირვა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას, სამხედროების დაფასებისა და მათთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, უპირველესი და უმნიშვნელოვანესია სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა, რადგან პროფესიონალი სამხედროები წარმოადგენენ ჩვენი ჯარის სიძლიერის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს.

„ბოლო ოთხ წელიწადში მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მაგალითისთვის რიგითის დარიცხული ხელფასი 2019 წელს რიგითის მინიმალური ანაზღაურება 1050 ლარი იყო, რაც დღეს 1530 ლარი გახლავთ, ბოლო ოთხ წელიწადში 45%-იანი ზრდა გვქონდა. ორ თვეში, 2024 წლის იანვრიდან რიგითი მინიმალური ხელფასი, რომელსაც დანამატები არ ემატება, 1700 ლარი იქნება. ალბათ დამეთანხმებით და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ეს არის რევოლუცია. აღარ შევალ დეტალებში, თუ რა იქნება საშუალო რგოლის მენეჯმენტისა და ოფიცრების ხელფასი“, - განაცხადა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მახათას მთაზე 2020 წელს დაიწყო და წარმატებით დასრულდა. „უკვე დავასრულეთ და გადავეცით 1092 ბინა ჩვენს სამხედროებს. ამით მათ ოჯახებს დიდი სიხარული მივანიჭეთ“, - განმარტა მინისტრმა და აღნიშნა, რომ პროექტი განგრძობითი იქნება.

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედროებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვის ფარგლებში კიდევ ერთ წარმატებულ პროექტზე ისაუბრა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის, სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდიას“ ითვალისწინებს.

„პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით საერთო ჯამში 6000-მდე სამხედრომ თუ მათი ოჯახის წევრებმა ისარგებლეს. ასევე იცით მინისტრის სტიპენდიის შესახებ, რომლითაც 800-მდე წარმატებულმა სტუდენტმა ისარგებლა”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ასევე, თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი ან დაშავებული გმირი სამხედროების შვილების უმაღლესი განათლება ფინანსდება. მიმდინარე წელს აღნიშნულ კატეგორიას დაემატა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების უმაღლესი განათლების დაფინანსებაც.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა