CENN-მა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“ გამოაცხადა

„იმოქმედე კლიმატისთვის“ - ეს არის „ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის“ სახელწოდება, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელს მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას CENN-ი ავრცელებს.

კონკურსში მონაწილე სკოლები ძირითად აქცენტს მდგრადი განვითარების მე-13 მიზანზე გააკეთებენ: „კლიმატის მდგრადობის მიღწევა - კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება“.

წლევანდელი საკონკურსო წელი მონაწილეებს კიდევ ერთ სიახლეს, „მდგრადი განვითარების კალენდარს“, შესთავაზებს: თითოეული საკონკურსო თვისთვის შერჩეული პრიორიტეტული მიზნის ქვეშ განხორციელებული აქტივობა დამატებითი ქულებით შეფასდება და შესაბამისი საექსპერტო მხარდაჭერით იქნება უზრუნველყოფილი. საუკეთესო მაჩვენებლების მქონე სკოლები, ტრადიციულად, ჯერ რეგიონულ, შემდეგ კი ეროვნულ ტურებში შეეჯიბრებიან და 3 სინჯის პრემიას გაინაწილებენ.

კონკურსი ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტ „მწვანე კავკასიის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2014 წელს დაფუძნდა. მასში მონაწილე სკოლები არეგისტრირებენ ეკო-კლუბებს და მთელი წლის განმავლობაში ახორციელებენ გარემოსდაცვით და სოციალურ ინიციატივებს.

სხვადასხვა წელს გამარჯვებულ სკოლებს გადაეცემოდათ გრანტები, უფინანსდებოდათ ინფრასტრუქტურული პროექტები, ან საგანმანათლებლო ტურები ევროპის ქვეყნებში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება