ზურაბ აბაშიძემ და გიორგი ახვლედიანმა საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარმოადგინეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა და მიღწეული შედეგები შეაჯამა.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში თბილისის მერიასთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ურბანული, სატრანსპორტო, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით.

ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებით რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი გამოყო, კერძოდ, კეკელიძის ქუჩა #20-30-ის მიმდებარე, წავკისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ასევე სახლის გამაგრება ამაღლების ქუჩა #1-ში, შიო მღვიმელის ქუჩა #3-ში, დ. ჭონქაძის ქ#8-ში განხორციელებული პროექტები.

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, გამგეობებთან, სამინისტროებთან და სხვადასხვა საჯარო უწყებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ მათთან კოორდინირებული მუშაობითა და თანმიმდევრული დაგეგმარებით არაერთი მოქალაქისთვის გახდა შესაძლებელი შესაბამისი დახმარების გაწევა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით. მათ შორის გამაგრდა ავარიული სახლები, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საცხოვრებელ ფართებს, კეთილმოეწყო ეზოები და სპორტული მოედნები, ქუჩებზე შეიცვალა წყალ-კანალიზაციის სისტემა და სხვა.

წლიური ანგარიშის წარდგენის ღონისძიებას მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილეები ლევან ბაჩიაშვილი და მიხეილ გოგოლიძე, თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, მთაწმინდის რაიონის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, თავის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში, ასევე სხვა ადგილობრივ და სახელმწიფო სამსახურებში გამართული სხდომების მუშაობაში, ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობაში მის ჩართულობასა და სხვა სამუშაო პროცესებზე.

ანგარიშის თანახმად, გიორგი ახვლედიანმა სატრანსპორტო საკითხთა და სარევიზიო კომისიების სხდომებში და შესაბამისად სხდომებზე წარმოდგენილი საკითხების განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

დღესვე გიორგი ახვლედიანმა, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ისაუბრა ფრაქციის მიზნებსა და ამოცანებზე და ამასთანავე აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში დაესწრო ფრაქციის მიერ ჩატარებულ 9 სხდომას და 26 მნიშვნელოვანი საკითხი შეისწავლა.

მათ შორისაა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის მხარდამჭერი ხელშეკრულება, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, ისტორიული ძეგლების სტატუსის მქონე ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროგრამა, სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ განვითარებათა კონგრესის პლენარულ სესიაზე განხილული საკითხები და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

გიორგი ახვლედიანის თქმით, მას, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, აქვს შეხვედრები მოქალაქეებთან. მიღების დღედ განსაზღვრულია ოთხშაბათი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა მიღება ნებისმიერ სამუშაო დღეს ხდება. გარდა ამისა, მოქალაქეთა ზარების მონიტორინგს მისივე სამდივნო ახორციელებს და საკითხიდან გამომდინარე შესაბამის სამსახურებთან აკავშირებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის