აზერბაიჯანი თურქეთთან ერთობლივ ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავისთვის მიძღვნილ ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილე თურქი სამხედრო მოსამსახურეები და ავიაცია უკვე ჩავიდა აზერბაიჯანში.
“უნდა აღინიშნოს, რომ ერთობლივი ტაქტიკური წვრთნების ჩატარება 23-25 ოქტომბერს რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, მათ შორის ქალაქ ბაქოს, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისა და გათავისუფლებული ტერიტორიების ჩათვლით”, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.