თეონა აქუბარდია - როცა აწყობდათ, სალომე ზურაბიშვილი „პრინციპული არჩევანი“ იყო, როცა ქვეყნის საგარეო ვექტორის მსახურებაში ჩადგა, "უღირსი პრეზიდენტი" და „კოჭლი იხვია“ - კობახიძემ შეიძლება კრემლისგან მედალიც კი მიიღოს

არ მსიამოვნებს მასკარადში მონაწილეობის მიღება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, არ გამორიცხავს, რომ ქართული ოცნება“ 11 დეპუტატის გადაბირებას შეეცდება.

მისივე შეფასებით, მიმდინარეობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიტაცება.

ამასთან, აქუბარდია თვლის, რომ სწორი არ იქნება იპიჩმენტის საკითხის განხილვისას პრეზიდენტი დარბაზში მარტო იყოს.

“არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ 11 დეპუტატის გადაბირებას შეეცდება. 11 იქნება თუ 5, ხვალ გამოჩნდება. მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ ოპოზიცია დარბაზში უნდა იყოს. პრეზიდენტი გვირჩევს, რომ დარბაზიდან გავიდეთ. ვერ გავიგე, რა მომენტში უნდა შევიდე და გამოვიდე. საერთოდ არ მსიამოვნებს ამ მასკარადში მონაწილეობის მიღება. ერთ მხარეს არის პრინციპული არჩევანი, მეორე მხარეს უპრინციპო „ქართული ოცნება“.

დეპუტატები ვართ ყველანი და მგონი, სწორი იქნება, რომ პრეზიდენტი „ოცნებასთან“ პარლამენტის დარბაზში მარტო არ იყოს.

ახლა მიდის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიტაცება, მარტო სალომე ზურაბიშვილი არაფერ შუაშია. როცა აწყობდათ, მაშინ იყო პრინციპული არჩევანი, როცა ქვეყნის საგარეო ვექტორის მსახურებაში ჩადგა, "უღირსი პრეზიდენტი" არის და „კოჭლი იხვი“, - განაცხადა აქუბარდიამ.

კითხვაზე, ამ პროცესით „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო თუ წააგო, ოპოზიციონერი დეპუტატი პასუხობს, რომ შედეგად მიიღეს ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები უფრო შემცირდა და, ამასთან, პოლარიზებაც გაგრძელდა.

„პროცესი დაიწყო პროცესისთვის და არა, იმისთვის რომ ამას შედეგი ჰქონოდა. ამას ირაკლი კობახიძე ამბობს. შედეგი ვერ იქნება, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიზანი ამ პროცესში იყო ის, რომ როცა კანდიდატის სტატუს ელოდები და ამას შეგნებულად აკეთებ, იმისათვის, რომ პროცესი დაზიანდეს, ეს არის ერთი შედეგი. ამ ლოგიკით, პრეზიდენტმა ერთი წლის წინათაც ხომ დაარღვია კონსტიტუცია? მაშინ რატომ დაიწყეს ეს ამბავი? ან მოეცადათ დეკემბრამდე და მერე დაეწყოთ, რას ცვლიდა ორი თვე? სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია თუ კონსტიტუციონობანას თამაში?

შედეგად მიიღეს ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები უფრო მცირდება. ამასთან, პოლარიზება გაგრძელდა. ამ კუთხით შედეგი მიღწეულია და ირაკლი კობახიძემ შეიძლება დამსახურებული საბოტაჟისთვის კრემლისგან მედალიც კი მიიღოს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო