ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათი თქმით, “სადაზვერვო ინფორმაციაზე [დაყრდნობით], “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” წარუმატებლად გაშვებულმა რაკეტამ ღაზას საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება გამოიწვია.

"ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერატიული სისტემების ანალიზიდან, მტერმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რომლებმაც საავადმყოფოს მახლობლად ჩაიარეს, როდესაც ის აფეთქდა… სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენიმე წყაროდან, რომელიც გვაქვს, “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” ორგანიზაცია პასუხისმგებელია წარუმატებელი [სარაკეტო] დარტყმისთვის, რომელიც საავადმყოფოს მოხვდა”,- ნათქვამია განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება