Reuters - ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, თავდასხმა აღკვეთეს

ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, თავდასხმა აღკვეთეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს, ერაყში აშშ-ის სამხედროებმა, ორი უპილოტო საფრენი აპარატი იქამდე გაანეიტრალეს, ვიდრე მათი გამოყენებით ალ-ასადის ბაზაზე შეტევას განახორციელებდნენ.

წყაროებმა უარი განაცხადეს ეთქვათ, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო წარუმატებელი შეტევის უკან, მაგრამ ეს ფაქტი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ვაშინგტონი გაძლიერებულ მზადყოფნაშია რეგიონში ისრაელ-„ჰამასის“ ომის შედეგად მომატებული დაძაბულობის გამო.

ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე ინციდენტი ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის