შალვა პაპუაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტიტუს კორლაცეანსა და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა შალვა პაპუაშვილის მიერ რუმინეთში განხორციელებულ ნაყოფიერ ვიზიტს და ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის სენატს შორის ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციას.

„შეხვედრაზე საუბარო შეეხო საქართველო-რუმინეთს შორის ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის მიმართულებით სტრატეგიულ პროექტებზე გამახვილდა, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.

ასევე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა. მან რუმინულ მხარეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი გააცნო.

ტიტუს კორლაცეანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება