კახა კალაძე - „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა, რეკრეაციული სივრცე მოეწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სკვერის მოწყობამდე, აღნიშნული ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას, ახალი პარკების მოწყობა-რეაბილიტაციას. გვახსოვს მავნე პრაქტიკა, რომელიც იყო წლების წინ - რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები ჩაეტარებინათ. ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტს ბევრი სივრცის გამოსყიდვა და დაბრუნება მოუწია. ერთ-ერთი ასეთია „მზიურის“ პარკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობა განახორციელა და ეს ტერიტორია თბილისელებს დაუბრუნდა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობდით. სამუშაოები უკვე დასრულებულია. შედეგად „მზიურის“ პარკის ტერიტორია 2.5 ჰექტრით გაიზარდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კონცერტი გაიმართება.

„პროექტის ფარგლებში, ტერიტორია გამწვანდა, ახალი ხე-მცენარეები დაირგო. მოეწყო მოსასვენებელი და სატრენაჟორო სივრცეები. ყველა პირობაა შექმნილი, რომ ადამიანმა დაისვენოს და განიტვირთოს. პარასკევს, 19:00 საათზე, „მზიურის“ პარკში გელოდებით ყველას კონცერტზე. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა