კახა კალაძე - ვარკეთილის დასახლებაში ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის ქუჩის N18-ში 3-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიად შპს „ბიქეი კონსთრაქშენი“ გამოცხადდა.

„ამჟამად, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დასრულებულია. მომდევნო ეტაპზე, პერიმეტრის დახიმინჯება და ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი.

ოჯახებს, რომლებიც ქირით ჰყავს მუნიციპალიტეტს გაყვანილი, დავაბრუნებთ გარემონტებულ, თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში