პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო.

იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები.

განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ როცა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა, ფეხზე მხოლოდ ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი წამოდგა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელი უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კობახიძის მოხსენებას უსმენს უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" დეპუტატები, ალეკო ელისაშვილი და "ევროპელი სოციალისტები".

დღესვე, განხილვის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება