იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, ფაქტობრივად, ჩაბნელებული იყო, ამიტომ, რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალე ამ პრობლემის მოგვარება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოები სრულად დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე, გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო და თანამედროვე LED სანათები დამონტაჟდა.

გარდა ამისა, საჰაერო ქსელები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. ტროტუარი მოწესრიგდა და განახლდა. აქამდე აქ ფეხით გავლაც შეუძლებელი იყო. იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ თავისუფალ სივრცეში გზაგამყოფი გამწვანებული კუნძული მოეწყო და დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში