„ნექსია საქართველო“ – 2000-ზე მეტი კლიენტი და 9 წელი „სანდო პარტნიორის“ სტატუსით

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, „ნექსია საქართველომ“ საქმიანობის 9 წლიან პერიოდში 2000-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას გაუწია მომსახურება ბუღალტრული, საგადასახადო, აუდიტის, კონსალტინგის, იურიდიული და სხვა მიმართულებებით.

დღეისთვის, კომპანია 600-მდე მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს უჭერს მხარს და უწყვეტად ინარჩუნებს წამყვანი კორპორაციების, უმსხვილესი ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის უმაღლეს საპარტნიორო სტატუსებს.

„ნექსია საქართველოს“ ძირითადი სეგმენტი იყო და არის მსხვილი ბიზნესი, თუმცა 2022 წლიდან, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივით, კომპანიაში სპეციალური პროექტი Nexia 4SME შეიქმნა, რომელმაც მცირე კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის აქამდე მიუწვდომელი სერვისები და საერთაშორისო დონის მომსახურება გახადა ხელმისაწვდომი. ახლა, საჯარო და კერძო სექტორის უმსხვილეს ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად „ნექსია საქართველოს“ პორტფელში საშუალო და მცირე ზომის კომპანიები და სტარტაპებიც არიან.

„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორის, გელა მღებრიშვილის თქმით, „ნექსიას“ დაფუძნებიდან დღემდე კომპანიის მთავარი ნიშა კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილების შექმნაა. სწორედ, ამან განაპირობა „ნექსიას“, როგორც ერთ-ერთი ლიდერისა და სანდო პარტნიორის პოზიციონირება ბაზარზე.

„კომპანია Nexia საბუღალტრო-აუდიტორული მიმართულებით PSP Pharmacy-ის მნიშვნელოვანი, სანდო და კომფორტული პარტნიორია. Nexia-ს პროფესიონალთა გუნდის მიერ საბუღალტრო აღრიცხვის მონიტორინგი, მისი თანამშრომლების კვალიფიციური კონსულტაციები, გამოცდილების გაცვლა-გაზიარება, საკანონმდებლო და საგადასახადო სფეროებში, ჩვენი კომპანიების პარტნიორობის მყარი გარანტიაა“- მერი ბოჭორაძე - „PSP ფარმას“ ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი.

„Nexia წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს, რომელიც „გასტრონომი ჯგუფს“ უწევს სრულ ბუღალტრულ-აუდიტორულ მომსახურებას. Nexia მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სტაბილურად ინარჩუნებს პროფესიონალ კადრებს, რაც ჩვენი თანამშრომლობის ეფექტურობას უზრუნველყოფს. ბუღალტრულ აღრიცხვიანობაზე მუდმივი მონიტორინგით, გამოცდილების გაზიარებითა და დროული რეპორტინგით მიმდინარეობს ჩვენი სამუშაო პროცესი, რაც „გასტრონომი ჯგუფს“ აზღვევს მნიშვნელოვანი საგადასახადო რისკებისაგან.“, - გიორგი გეთიაშვილი, „გასტრონომის“ დირექტორი.

„ნექსია“, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი აუდიტორული კომპანია, მიმდინარე წელსაც, ტრადიციულად, მზარდი შემოსავლებით ასრულებს. 2023 წელს კომპანიას 100-ზე მეტი ახალი კომპანია შეუერთდა.

„ინოვაციური პროექტებით, ბაზარზე ახალი ინსტრუმენტების დანერგვითა და უნიკალური ექსპერტული ცოდნით ჩვენი კომპანია აუდიტორულ სფეროში კვლავ ლიდერის პოზიციებსა და სანდო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს” – „ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, დავით ლომიძე.

„ვფიქრობთ, ნდობა ის მთავარი ღირებულებაა, რომელიც კლიენტ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველი უნდა იყოს, ამიტომ ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს, მომსახურების წარმატებული გამოცდილება ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობით შექმნას – „ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი - ბორის მეგრელიშვილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კლიენტის კმაყოფილების ყოველწლიური კვლევის შედეგების მიხედვით, „ნექსიას“ მომსახურების მთავარი უპირატესობები გამოცდილი და ძლიერი გუნდი, ინდივიდუალური მიდგომა და მომხმარებლის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა.

„ჩვენთან ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა კლიენტი კომპანიის ოპერაციების სპეციფიკას. თითოეული გადაწყვეტა მორგებულია კონკრეტული ბიზნეს გარემოს საჭიროებებზე. ბაზრის ლიდერობა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, რაც აუცილებლად გულისხმობს მომსახურების უცვლელ ხარისხსა და მუდმივ განვითარებას კლიენტი კომპანიებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და ბენეფიტისთვის“ - კომპანიის მმართველი პარტნიორი დავით მამრიკიშვილი.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა