სუხიშვილების ევროპული ტური დაიწყო - ანსამბლის გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“

სუხიშვილების ევროპული ტური დაიწყო, ანსამბლის გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“. 10 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე, სუხიშვილების ანსამბლი ევროპული ტურის ფარგლებში, ევროპის 8 ქვეყნის 45 ქალაქში 48 კონცერტს გამართავს.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ღონისძიებები ჩატარდება ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, თურქეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.

ტურის ფარგლებში, ანსამბლი ევროპელ მაყურებელს ახალ და ტრადიციულ დადგმებსა თუ მუსიკალურ კომპოზიციებს, დაუვიწყარ ქორეოგრაფიას და სანახაობას შესთავაზებს.

ინფორმაციის თანახმად, ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად, სუხიშვილების ანსამბლი მუდმივად მუშაობს ახლის ძიებასა და განვითარებაზე. კლასიკური, ტრადიციული პროგრამისა და თანამედროვე მოდერნიზმის ჰარმონიული სინთეზი კი სუხიშვილების თითოეულ კონცერტს მაყურებლისთვის დაუვიწყარ სანახაობად აქცევს.

„საქართველოს ბანკის“ გუნდისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოებრიობის იდეა გარკვეულწილად ერთიანი წარსულის შეგრძნებასა და ნარატივს ეფუძნება. სუხიშვილების ანსამბლი კი ამ კულტურული წარსულის, ერის სულისკვეთების, ჩვენი თანამედროვეობისა და ქვეყნის მომავლის ერთიანობაა - ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების ჰარმონიული სინთეზი. მათი თვალისმომჭრელი შესრულება მნახველს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. სუხიშვილების წარმატებაზე კი მათ მიერ საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოპოვებული აღიარება მეტყველებს. თუმცა, ჩვენ, სუხიშვილების ანსამბლის მსგავსად, არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურული ღირებულებების მსოფლიოსთვის გაცნობას“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია