ხატია დეკანოიძე - არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ძალიან მარტივ უზრდელობას, როცა პრეზიდენტი შემოვიდა დარბაზში და ფეხზე არ ადგნენ - ამით პირველ რიგში საკუთარი თავი დაიმცირა „ქართულმა ოცნებამ“

არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ძალიან მარტივ უზრდელობას, როცა პრეზიდენტი შემოვიდა და ფეხზე არ ადგნენ - მე არ მაქვს კითხვები კობახიძესთან, არც პრეზიდენტთან, რომელიც ყველაფერს, რასაც ამ ბოლო პერიოდში აკეთებდა, იყო სწორი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ დარბაზის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროცესი, რაც პარლამენტში მიმდინარეობს, არის წინაღობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, როგორც პოლიტიკოსმა, მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მე არ მაქვს კითხვები კობახიძესთან, არ მაქვს კითხვები საქართველოს პრეზიდენტთან, რადგან ყველაფერს, რასაც ამ ბოლო პერიოდში აკეთებდა იყო სწორი, განსაკუთრებით პროუკრაინული, პროევროპული პოზიცია და მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ "ქართული ოცნების" არჩეული პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, მე როგორც ერთი ადამიანი ოპოზიციიდან, "ქართული ოცნების" ოპოზიციაში ვარ 2012 წლიდან და არც ხმა მიმიცია სალომე ზურაბიშვილისთვის, ამიტომ ეს პროცესი, რაც ხორციელდება პარლამენტში არის სირცხვილი და წინაღობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ძალიან მარტივ და პატარა უზრდელობას, რაც "ქართულმა ოცნებამ" გამოიჩინა ცოტა ხნის წინ, ძალიან მძიმე იყო, როცა საქართველოს პრეზიდენტი შემოვიდა დარბაზში და ისინი ფეხზე არ ადგნენ, ამით პირველ რიგში საკუთარი თავი დაიმცირა "ქართულმა ოცნებამ" და არა პრეზიდენტი,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება