ირაკლი კობახიძე - მინდა ყველას მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას

მინდა ყველას მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პრეზიდენტის გადაყენებას მხარს დაუჭერს.

„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება ან კეთილსინდისიერება ან პროფესიული ღირსება და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც უხეშად არღვევს კონსტიტუციას, რომელიც გადის ზრდილობის ზღვარს მიღმა. ეს არის არა მარტო უმრავლესობის წევრების, არამედ ოპოზიციონერი დეპუტატების პასუხისმგებლობა.

დასასრულს, მინდა ყველას მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება