ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე - რისი იმედიც შეიძლება არ ჰქონდეს, არის პროკურატურა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს

რისი იმედიც შეიძლება {პრეზიდენტს} არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს „ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავ აქვს.

„ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი კვლავ გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას, რა შეუშლის ხელს. აქამდეც იცოდა და უხეშად არღვევდა.

„ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავ აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება {პრეზიდენტს} არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება.

სამართლებრივად უცბად გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. გამიჭირდება ამაზე საუბარი. იმ ადამიანის მიზანი როდესაც არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან დაპირისპირება, ყველაფერს გააკეთებს, მას აღარ აქვს მუხრუჭი. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არ იმსახურებს ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას“,- აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება